შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მიმდებარედ მომხდარ ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული ე.ჯ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ე.გ.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.გ.-მ თანამზრახველ ე.ჯ.-სთან ერთად დაგეგმა მისი ნაცნობის - 1994 წელს დაბადებული ქალის ყაჩაღობა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ყაჩაღობის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროს სამკაულები ამოიღეს.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო