გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებაში ამერიკა ძალიან აქტიური იქნება - ის შენელებული აქტივობები, რაც იყო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აღარ იქნება

იმ მიდგომებმა, რაც დონალდ ტრამპს ჰქონდა, საკუთარი თავი ამოწურა. ბევრი არასტაბილური გარემო გაიარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, სახელმწიფო დეპარტამენტში საკმაოდ საინტერესო პიროვნებები ბრუნდებიან. ამასთან, ის იმედოვნებს რომ „ შენელებული აქტივობები“ რაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოში იყო, აღარ იქნება.

„ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებაში ამერიკა ძალიან აქტიური იქნება. „დემოკრატების“ უმრავლესობა სენატსა და კონგრესში გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ძალიან აქტიური იქნება საგარეო პოლიტიკა. ის შენელებული აქტივობები, რაც იყო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოში, აღარ იქნება.

იმ მიდგომებმა, რაც დონალდ ტრამპს ჰქონდა, საკუთარი თავი ამოწურა. ბევრი არასტაბილური გარემო გაიარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ბოლო 4 წლის განმავლობაში. ძალიან პასიური იყო ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო ასპარეზზე, რაც „რესპუბლიკურ პარტიას“ არ ახასიათებს“, - აცხადებს ვაშაძე.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ჯო ბაიდენი საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდამჭერი იქნება. საქართველო კი ვაშინგტონის ყურადღების ცენტრის მიღმა აღარ იქნება, რაც დონალდ ტრამპის მმართველობის დროს იყო.

„უკანა პლანზე ვიყავით გადასული ვაშინგტონის ყურადღების ცენტრიდან, რაც ასე არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, რომელსაც მე რამდენჯერმე შევხვდი სხვადასხვა ღონისძიებაზე. ძალიან საინტერესო ადამიანია, რომელიც დეტალურად იცნობს საქართველოს, ჩვენს რეგიონს. მისთვის სულ ერთი არ არის რა იქნება საქართველოში, რა იქნება ჩვენს რეგიონში. ვფიქრობ, ის იქნება ქვეყანაში მძლავრი დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდამჭერი “,-აცხადებს ვაშაძე.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის „დემოკრატი” სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაც შეაფასა, როდესაც მან კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და 2012 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, საქართველო წარმატების მაგალითად იყო მოყვანილი, ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მნიშვნელოვანი გზავნილია.

„ეს მკაფიოდ მიუთითებს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი, მძლავრი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით.

წარმატებულ მაგალითად იყო საქართველო მოყვანილი. ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით-ეს მნიშვნელოვანი გზავნილია იმ კუთხით, რომ ხვალ და ზეგაც, როდესაც ფიქრობ ხელისუფლების ცვლილებაზე, უნდა ვიფიქროთ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაზე“,-აცხადებს ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა