ზაალ უდუმაშვილი - ნინო ანანიაშვილის ქმედება ყოვლად მიუღებელია და ვერ გავამართლებ - როცა საუბარია ოკუპანტ ქვეყანაზე, აქ კულტურაც და სპორტიც - ყველაფერი პოლიტიკაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მიუღებელია, რომ პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტის დასს უხელმძღვანელებს.

როგორც უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც საუბარი ოკუპანტ ქვეყანაზეა, ყველაფერი - კულტურაცა და სპორტიც, პოლიტიკაა.

„ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე. ნამდვილად ვერაფრით გავამართლებ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვიცნობ ქალბატონ ნინოს და ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბალერინაა. ეს ქმედება ყოვლად მიუღებელია და ვერ გავამართლებ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება პოლიტიკისა და კულტურის არევა, როდესაც საუბარია ოკუპანტ ქვეყანაზე, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და განაგრძობს ოკუპაციას, აქ პოლიტიკაც, კულტურაც და სპორტიც - ყველაფერი პოლიტიკაა“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს. პარალელურად ის თბილისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რჩება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო