კიმ ჩენ ინი - მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის აშშ-ის ხელისუფლებაში, მისი ნამდვილი ხასიათი და ძირითადი პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ არასოდეს იცვლება

ჩვენი საგარეო პოლიტიკური საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს აშშ-ის დამორჩილებაზე, რომელიც ჩვენი უდიდესი მტერი და ჩვენი ინოვაციური განვითარებისათვის მთავარი დაბრკოლებაა,- ჩრდილოეთ კორეის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა „მუშათა პარტიის“ მე-8 ყრილობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ არ იცვლება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის აშშ-ის ხელისუფლებაში, მისი ნამდვილი ხასიათი და ძირითადი პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ არასოდეს იცვლება,“- აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღს ბოროტად არ გამოიყენებს, მაგრამ ქვეყანა ბირთვულ არსენალს გააფართოებს. ამ კონტექსტში მან ზებგერითი შეიარაღების, მყარი საწვავის კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტის, სადაზვერვო თანამგზავრებისა და დრონების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეა სხვადასხვა ახალი შეიარაღების, მათ შორის ქობინიანი რაკეტების და ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტებისთვის ზებგერითი სიჩქარის ქობინის გამოსაცდელად ემზადება. მისივე თქმით, თითქმის დასრულებულია ბირთვულ წყალქვეშა ნავთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევაც.

იხილეთ ვიდეო:კიმ ჩენ ინი - მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის აშშ-ის ხელისუფლებაში, მისი პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ არასოდეს იცვლება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა