გერმანიაში კორონავირუსის 24 694 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 083 პაციენტი გარდაიცვალა

გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 083 ინფიცირებული გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1 891 581 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 39 878-ს შეადგენს. გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეზღუდვები გამკაცრდა. ქვეყანაში დახურულია ბარები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები და მაღაზიების დიდი ნაწილი.

4 იანვარს ქვეყნის მთავრობა და 16 ფედერალური რეგიონი „ლოქდაუნის“ 31 იანვრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს