“ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა

“ტვიტერმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილება „ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის“ გამო მიიღეს.

”@RealDonaldTrump ანგარიშზე ბოლო დროს განთავსებული ტვიტებისა და მათ გარშემო არსებული კონტექსტის ზედმიწევნით განხილვის შემდეგ, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო ანგარიში სამუდამოდ დავხურეთ,” - ნათქვამია “ტვიტერის“ განცხადებაში.

მანამდე კომპანიამ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათით დაბლოკა, თუმცა, მას შემდეგ რაც მოქმედ პრეზიდენტს პოსტების განთავსების საშუალება ისევ მიეცა, შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა : „75 000 000 დიდ ამერიკელ პატრიოტს, რომლებმაც ხმა მომცეს მე, მომავალში დიდხანს ექნებათ უზარმაზარი ხმა. მათ უპატივცემულოდ და უსამართლოდ არანაირად, არანაირი ფორმით და გზით არ მოექცევიან!!!“

„ტვიტერის“ ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული ტვიტი "განიმარტება, როგორც კიდევ ერთი მინიშნება, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ გეგმავს ხელი შეუწყოს ძალაუფლების მოწესრიგებულად გადაცემას“.

ამასთან, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მოქმედი პრეზიდენტის ტვიტი, სადაც ის აცხადებს, რომ ინაუგურაციას არ დაესწრება, შესაძლოა მისმა მხარდამჭერების ნაწილმა აღიქვას როგორც კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური იყო.

იხილეთ ვიდეო:"ტვიტერმა" დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა

ზაალ ანჯაფარიძე - სტაბილურობა, რომელიც დღეს გვაქვს, საკმაოდ მყიფეა - სახელმწიფოს რესურსები ულევი არ არის და ამიტომ  ხელისუფლება  ცდილობს,  თავი დაიზღვიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას სთავაზობს
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა