ე.წ. კანონიერი ქურდის ლავას ოღლის ექსტრადირება მონტენეგროში მოხდა

ე.წ. კანონიერი ქურდი, მიდნია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, მონტენეგროში იმყოფება. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ გორაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაუდასტურა. როგორც ის განმარტავს, ლავას ოღლი ბელორუსიიდან უკრაინაში მიდიოდა, თუმცა, ქვეყანამ ის არ მიიღო, რის გამოც, ე.წ. კანონიერი ქურდი მონტენეგროში აღმოჩნდა.

„იმის დადასტურება შემიძლია, რომ უკრაინის სახელმწიფოში მისი შესვლა ვერ მოხერხდა და მისი მონტენეგორში გადაფრენა მოხდა, სხვა ინფორმაციას არ ვფლობ, ის საქართველოში არ არის. ბელორუსიიდან მოხდა უკრაინაში ჩასვლა, უკრაინამ საბუთები მოსთხოვა, საბუთების შემოწმების შემდეგ ქვეყანამ ჩათვალა, რომ არ უნდა შეეშვა და ე.წ. მესამე ქვეყანაში გაუშვა. ეს ადამიანი წლებია, საპატიმრო დაწესებულებაში უკანონოდ იმყოფება, რადგან ჩვენი ქვეყანა მის ექსტადაციას ითხოვს, ამიტომ ნებისმიერ ქვეყანაში წავიდოდა, სადაც არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ შეექმნებოდა და მიიღებდა. მონტენეგრომ მიიღო, იქ დარჩება თუ არა, თვითონ გადაწყვეტს“, - განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის ორ საქმეზეა მსჯავრდებული, ერთ მათგანზე მას 10 წლით, მეორეზე საქმეზე კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა