ნუგზარ კვაშალი - თემურ წიკლაური 10 დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, წიკლაურის მდგომარეობა ბოლო ათი დღეა, სტაბილურად მძიმეა.

„სტაბილურად მძიმეა, ერთი კვირის წინ იყო რაღაც ნაპერწკალი გაუმჯობესების. რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა... გორის ჰისპიტალი მეგობრებმა ურჩიეს, კარგი კლინიკაა, კარგი სპეციალისტები არიანო და მართლაც კარგი კლინიკაა. 23 დეკემბერს ვესაუბრე ტელეფონით, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალე, რამდენი დღეა, აქ ვარ, ერთი სული მაქვს გარეთ გავიდეო“, - განაცხადა კვაშალმა.

ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის სტაციონარში გადაიყვანეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია