ესპანეთში უამინდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ესპანეთში უამინდობას მინიმუმ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „როიტერის“ინფორმაციით, მალაგაში ქალი დაიღუპა, როცა ადიდებულმა მდინარემ მისი ავტომობილი გაიტაცა. მეორე მსხვერპლი უსახლკარო პირია, რომელიც კალატაიუდში ყინვისგან გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ესპანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. თოვლმა და ყინულმა შეფერხება გამოიწვია 400-მდე ავტომაგისტრალზე, რის შედეგადაც 1000-მდე ადამიანი გზებზე ჩარჩა. დროებით დაიხურა მადრიდის აეროპორტიც. მადრიდის ცენტრში ქარის მიერ წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა. ხელისუფლებამ სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, დედაქალაქში დიდი პარკები დახურა. შეჩერდა ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდსა და ქალაქ ალიკანტეს და ვალენსიას შორის. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, არააუცილებელი მგზავრობისგან თავი შეიკავოს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გზების გაწმენდისა და სამაშველო ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. მეტეოროლოგები მადრიდში მომდევნო დღეებში ცივ ამინდებს და ტემპერატურის მინუს 12 გრადუსამდე დაცემასაც პროგნოზირებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო