საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - 4 იანვრიდან 300-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა - ყველა მათგანი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმედღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

4 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 300-ზე მეტი, სხვადასხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია.

სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები.

ხანძრები დაფიქსირდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლის დანთებისგან. მონადირეებმა დაიცავით უსაფრთოხების წესები ტყეებში გადაადგილებისას.

ხანძრებს გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს გარემოზე ზემოქმედების კუთხით, ასევე, მაღალია საფრთხე ცეცხლის სიახლოვეს მყოფი ინფრასტრუქტურისთვის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს