აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე - ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო

დიახ, ჩვენ წინ აღვუდგებით რუსეთს, ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს არ უნდა თავს ესხმოდნენ მის მოკავშირეებს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა, რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებსა და დემოკრატიებს მთელს ევროპაში. ჩვენ არ ვაპირებთ პუტინს შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს, მისაღებია. მაგალითად, რაც უკრაინაში, ყირიმში ხდება. ჩვენს მოკავშირეებს გვერდით დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და რუსეთს ამ კუთხით წინ აღვუდგებით“, - განაცხადა მიკსმა.

ამასთან, მან ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე. კითხვაზე, რას ეტყოდა ის ქართველ კოლეგებს მაშინ, როცა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ გამოითქვა პროტესტი და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საუბრობს მმართველი პარტიის მხრიდან არჩევნების მიტაცებაზე, მიკსი აცხადებს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

„ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, შეერთებულ შტატებშიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გვერდზე მყარად იდგა და რამდენჯერმე მას ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას, რომელიც აქ სასამართლოებმა და საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურეს და არ დაუშვებენ, რომ ის საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს გადავიდეს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, რომ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს“, - აცხადებს მიკსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა