მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - ბაზალეთის ტბის გაყინულ ნაწილზე მოქალაქეების გადაადგილება საფრთხის შემცველია

დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბაზალეთის ტბის როგორც მიმდებარე, ისე გაყინული წყლის ტერიტორიაზე ბოლო დღეებია სხვადასხვა მიზნებისთვის მოსახლეობის აქტიური გადაადგილება შეინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტემპერატურის კლების გამო რამდენიმე დღეა ტბა გაყინულია მასზე გადაადგილება კი საფრთხის შემცველია.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მისულ მოქალაქეებს ტბაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ მოწოდებას და უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ტბაზე გადაადგილებისაგან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს