ჩინეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის ბოლო 5 თვის განმავლობაში

ჩინეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 30 ივლისის შემდეგ, - შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 85 შიდა გავრცელების შედეგია, 18 კი - იმპორტირებული.

85 შემთხვევიდან 82 ხებეის პროვინციაში დაფიქსირდა, ორი კი - ლიაონინში.

ხებეის პროვინციის ქალაქ შიძიაჯუანიში, რომელიც ვირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრად იქცა, „ლოქდაუნია“ დაწესებული. მოქალაქეებსა და ავტომობილებს ქალაქის დატოვების უფლება არ აქვთ, შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.

შეზღუდვები დაწესდა ხეილუნძიანის პროვინციის ვანგკუის ოლქშიც, სადაც რვა ახალი ასიმპტომური შემთხვევა დადასტურდა. ოლქში დღეიდან ყველა არააუცილებელი ბიზნეს ობიექტი დაიხურა, მოქალაქეებს კი ოლქის დატოვება აეკრძალათ. აღსანიშნავია, რომ შინიდან გასვლის უფლება თითოეული ოჯახიდან მხოლოდ ერთ ადამიანს სამ დღეში ერთხელ პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად აქვთ.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან ჩინეთში კორონავირუსის 87 536 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 4 634.

იხილეთ ვიდეო:ჩინეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა