საქალაქო სასამართლოში, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.

სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან ზურაბაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის დავით ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

დავით ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

იხილეთ ვიდეო:საქალაქო სასამართლოში მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო