მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში გასამგზავრებლად აეროპორტამდე მისვლა სამართალდამცავების დახმარებით შეძლო

სამართალდამცავებმა ერევანში „ზვართნოცის“ აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და მოსკოვში მიმავალი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია para.tv-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აეროპორტთან ახლოს პრემიერ-მინისტრის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ნიკოლ ფაშინიანის გადაადგილებისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებს აეროპორტისკენ მსვლელობის მოწყობა სურდათ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ განუცხადეს, რომ აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო.

ონლაინ რესურსის ცნობით, საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრაა დაგეგმილი. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე