ადვოკატები „ამნისტიის შესახებ“კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ

ადვოკატები „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესიუსს“ ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, კანონპროექტის შექმნაში ადვოკატთა კორპუსის ჩართულობა არ მომხდარა. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არაჰუმანური, არათანაზომიერი და დისკრიმინაციულია.

„ამნისტიის შესახებ“ ეს კანონპროექტი უსამართლოა, რადგან ადვოკატთა კორპუსის ჩართულობა არ ყოფილა. ადგნენ და თვითონ როგორც უნდოდათ, ისე მიიღეს ეს კანონპროექტი. ჩვენთან კონსულტაციები, ჩვენი ჩართულობა არ ყოფილა. არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა. კანონპროექტი ცოტა გაუგებარი, ბუნდოვანია. არ გამოვრიცხავ, რომ კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდეს. ამ კანონის საყოველთაოდ მიღება არ მოხდა, ის ნაკლებად მძიმე დანაშაულებს შეეხო, რითაც რეალურად ამ ჰუმანური აქტით ვერ ისარგებლეს პატიმრების ძალიან დიდმა რაოდენობამ. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ, რომ ეს ჩვენი, ადვოკატების ჩართულობით უნდა მომხდარიყო, მოგეხსენებათ, მართლმსაჯულებაში ადვოკატის როლი ძალიან დიდია და ამ კანონპროექტის მიღება ჩვენ გარეშე მოხდა“, - განაცხადა გელხაურმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს