მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან და პარტიის თავმჯდომარეობიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელზეც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა.

„ბუნებრივია, ადამიანურად, ჩემთვის და ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწვეტილება. ეს ადამიანური ფაქტორი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების შეუქცევად პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, მათ შორის მასზე და ეს უნდა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვფიქრობთ, მას უნდა გავუმკლავდეთ და ეს ასეც იქნება. საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელზეც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა. თავად მიაღწია იმას, რომ ეს დემოკრატიის შეუქცევადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

ვფიქრობ, ამ გამოწვევას „ქართული ოცნების“ გუნდი წარმატებით გაართმევს თავს იმიტომ, რომ უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები და დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოება ბევრ აბსურდულ მესიჯს და ნარატივს ნახავს ოპოზიციის მხრიდან და „ისინი ეცდებიან, რომ ერთი მხრივ თამამი, დემოკრატიული, მორალურ-დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება რამენაირად გააუფერულონ“.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ ვინმეს აქამდე მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი იყო, ეს არის მძიმე შეცდომა.

„არაფორმალური მმართველი“, ეს ტერმინი გვესმოდა მაშინ, როდესაც ის იყო პარტიის ხელმძღვანელი, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი და მისი ხელმოწერით შემოდიოდა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტში. მაშინაც კი „არაფორმალურ მმართველს“ ამ ტერმინს იყენებდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ეს იყო მძიმე შეცდომა“, - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:"ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან