პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვითაც, გამოირიცხა, რომ ფეხბურთელმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო

პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვლის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვითაც, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

უწყების ცნობითვე, ექსპეტრტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგადაა განვითრებული, რითაც პროკურატურა გავრცელებულ ვერსიას, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებულ ჯებირზე შეჯახებით მიიღო, გამორიცხავს.

„საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ, 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.

ამავე დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად, რითაც გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებულ ჯებირზე შეჯახებით მიიღო.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვლელობამდე უახლოეს პერიოდში და წარმოადგენს მასზე ფიზიკური ძალადობის კვალს.

კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ახლობლებს და აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვითაც გამოირიცხა, რომ შაქარაშვილმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა