გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც აგარაკზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები დაიკითხებიან. მამულაშვილის განმარტებით, არც დღეს დასაკითხი მოწმეები და არც მანამდე დაკითხული მოწმეები მკვლელობასთან დაკავშირებით, სასამართლოს ინფორმაციას ვერ აწვდიან.

„ჩვენი ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, გიორგი ქათამაძე, ვახტანგ ახვლედიანი და ინციდენტში მონაწილე სხვა პირები უნდა დაიკითხონ. თუმცა, რომელი მოწმეები დაიკითხებიან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ეს მოწმეები მკვლელობის ბრალდებასთან დაკავშირებით არ ფლობენ ინფორმაციას. მაღალი ალბათობით, აღნიშნულ პირებთან შეკითხვები საერთოდ არ გვექნება. საქმეში არცერთი მოწმე არ არის, რომელიც სასამართლოს რელევანტულ ინფორმაციას მიაწვდის. სწორედ ამიტომ, ჩვენ მანამდე უდაოდ გავხადეთ მოწმეთა ჩვენებისა და გამოკითხვის ოქმები, თუმცა, ეს ბრალდებამ თავად გახადა სადაო, რომ ერთგვარი იმიტაცია შეექმნათ, რომ საქმეზე ბევრი მოწმე გამოიკითხა და თითქოს, სასამართლოს რაიმე სახის რელევანტურ ინფორმაციას აწვდიან.

ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მანამდე დაკითხულ მოწმეებსაც არანაირი სახის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ სასამართლოსთვის. შედეგი აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი იქნება. ყველა მოწმის ჩვენების და მტკიცებულების მიუხედავად, დაახლოებით, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ამ საქმეზე გამამართლებელი აუცილებლად დადგება“, - განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა