მამუკა მდინარაძე - „ამნისტიის შესახებ“ კანონი ყველა მუხლზე ვერ გავრცელდებოდა, ეს არ იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მესიჯი

„ამნისტიის შესახებ“ კანონი ყველა მუხლზე ვერ გავრცელდებოდა, ჩვენ უარი ვთქვით ძალადობრივ დანაშაულებზე, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს შეხებოდა ამნისტია. ეს არ იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მესიჯი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეძლებისდაგვარად გაფართოვდა და ამ მიმართულებით პარლამენტმა ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.

„დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით არის მესამე მოსმენა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შემიძლია განვუმარტო, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით არაერთი მუხლი დაემატა და გაფართოვდა პირთა წრე. ზუსტ რიცხვს ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერავინ იტყვის, თუმცა ეს შეეხება 1500-ზე მეტ პატიმარს და რამდენიმე ათას მსჯავრდებულს. საკმაოდ მასშტაბური ამნისტია გამოვიდა. ის, რა თქმა უნდა, ყველა მუხლზე ვერ გავრცელდებოდა, განსაკუთრებით ჩვენ უარი ვთქვით ძალადობრივ დანაშაულებზე, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს შეხებოდა ამნისტია, აქ მესმის, რომ შეიძლება მოლოდინი იყო, მაგრამ ეს მოლოდინი, ბუნებრივია, ვერ დაკმაყოფილდებოდა ჩვენი მხრიდან, განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულებზე როცა ვსაუბრობთ და ძალადობრივ დანაშაულებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციის მომენტი. საზოგადოებისთვის ძალიან ცუდი მესიჯი იქნებოდა ის, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზეც მიდის ამნისტირება და ადამიანებს, რომლებიც მძიმე დანაშაულში, ძალადობრივ დანაშაულებში არიან მხილებულნი, ბრალდებულები და მსჯავრდებულები, მათაც შეხებოდათ. ეს არ იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მესიჯი. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ფართო კონსულტაციების საფუძველზე, გავაფართოვეთ ნუსხა იმ მუხლების, რომლებსაც ეხება ამნისტია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში წარდგენილ „ამნისტიის შესახებ“ პროექტს, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს, მესამე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ და სავარაუდოდ დღესვე, პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა