ადვოკატის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებს, რომლებიც დღეს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ, ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტი შეეხებათ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებს, რომლებიც დღეს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ, ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტი შეეხებათ.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თუკი, პარლამენტი ახალ კანონპროექტს დაამტკიცებს, საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება. მანამდე კი, ჭიკაიძის თქმითვე, აღნიშნული პირების საქმე დანარჩენი 5 ბრალდებულის საქმისგან ცალკე წარმოებად გამოიყო.

„საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძის და ირაკლი წაქაძის მიმართ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ მოითხოვა შეფარდებული პატიმრობის ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებით, გირაოთი შეცვლა, სასამართლომ იმსჯელა და მიიღო დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება. საბა ჩხარტიშვილს შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და მისი ოდენობა სასამართლომ 1000 ლარით განსაზღვრა. რაც შეეხება საქმის ცალკე გამოყოფის საკითხს, სასამართლომ ამ ნაწილშიც მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

საბა ჩხარტიშვილს ბრალად აქვს შერაცხული სისხლის სამართლის კოდექსის, 120-ე, 126-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენა, ამ კონკრეტულ მუხლებზე ამნისტიის აქტი ვრცელდება. შესაბამისად, როცა ამნისტიის აქტი საბოლოო სახეს - კანონის სახეს მიიღებს, ვფიქრობთ, რომ მისი სიკეთე საბა ჩხარტიშვილს შეეხება. საქმე არესბითად განსახილველად სხვა მოსამართლეს გადაეცა, ამ პერიოდში, თუკი პარლამენტი ამნისტიის შესახებ აქტს მიიღებს და ხელს მოაწრეს პრეზიდენტი, უკვე პროცედურულად სისხლისამართლებრივი დევნა შესაწყვეტი იქნება.

საბა ჩხარტიშვილს ბრალი ედებოდა ვახტანგ ჩიქოვანისა და ნ.ქ.-ს მიმართ ძალადობის განხორციელებაში, მათ ჩვენება ჰქონდათ მიცემული 19 ივნისს, შესაბამისად, გულწრფელად საუბრობდნენ ბრალდებულები მათ მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებებზე. მათ აღნიშნული ჩვენება დღესაც დაადასტურეს და შესაბამისად, ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება, რომ მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა“, - განაცხადა ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი - საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს