ირაკლი კობახიძე - გუნდი დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე - ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს

რა თქმა უნდა, გუნდი დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ როგორც გუნდი, ამ გამოწვევას სათანადოდ გაართმევს თავს.

ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა თავისი განსაკუთრებული წვლილი შეტანილი დემოკრატიულ გარდატეხაში, ის იყო სწორედ ავტორი ამ დემოკრატიული გარდატეხის, შესაბამისად, ეს იყო მისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რესურსი, თავი რომ დავანებოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის, მაგალითად, 3-მილიარდიანი ქველმოქმედება, რომელიც მას აქვს გაწეული საქართველოში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გასვლა პოლიტიკიდან, მისი რესურსის გათვალისწინებით, არის, ძალიან სერიოზული გამოწვევა გუნდისთვის, ახლა არის მეტი პასუხისმგებლობა გუნდზე და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნება“ სათანადოდ გაართმევს თავს ამ გამოწვევას,“- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა