ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი - მოუთმენლად ველით კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსის წყაროს იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ჩვენს ჩინელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ორგანიზაცია მიესალმება ჩინეთის განცხადებას ექსპერტთა საერთაშორისო გუნდის ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით.

„მივესალმებით ჩინეთის განცხადებას საერთაშორისო გუნდთან დაკავშირებით, რომელიც კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსის წარმოშობას შეისწავლის. მოუთმენლად ველით ჩვენს ჩინელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობას ამ მნიშვნელოვანი მისიის ფარგლებში ვირუსის წყაროსა და ადამიანში მისი გადასვლის გზის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით,“- წერს ჯანმო-ს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ დღეს განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც კოვიდ-19 პანდემიის წარმოშობის გამოკვლევა აქვს დავალებული, ჩინეთში 14 იანვარს ჩავა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა