არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი რასაც აკეთებს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევის კლასიკური მაგალითი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი რასაც აკეთებს, პასუხისმგებლობისგან გაქცევის კლასიკური მაგალითია.

ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას გაექცა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამ ნაწილმა მოქალაქეებისგან დაკისრებულ უფლება-მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვეს.

„გაქცევის კლასიკური მაგალით გახლავთ ზუსტად ის, რაც ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა გააკეთა. ნახეთ?! საზოგადოებამ ისინი აირჩია, რომ პარლამენტში ყოფილიყვნენ. მონაწილეობა მიეღოთ: პოლიტიკურ დებატებში, გადაწყვეტილების პროცესში, ხელისუფლებისთვის ოპონირება გაეწიათ და ისინი პარლამენტის სხდომებს არ ესწრებიან. მათ უარი უთხრეს მოქალაქეებისგან დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. აი, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევის კლასიკური მაგალითი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა