არჩილ თალაკვაძე - თქვენ ეს ინფორმაცია გაქვთ, რომ შევხვდი ადამიანებს და ვუთხარი, არჩევნებში ხმას თუ მომცემთ, ამნისტიას მივიღებთო? - უბრალოდ არასერიოზულია

თქვენ ეს ინფორმაცია გაქვთ, რომ შევხვდი ადამიანებს და ვუთხარი, არჩევნებში ხმას თუ მომცემთ, ამნისტიას მივიღებთო? - უბრალოდ არასერიოზულია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მათ ხმების სანაცვლოდ პატიმრების გათავისუფლებას დაპირდნენ.

თალაკვაძის განმარტებით, კანონი ამნისტიის შესახებ საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს და ამასთან, პარლამენტის თავმდომარის თქმითვე, კანონი რომელიმე კონკრეტულ პირზე მორგებული არ არის.

„ამ ამნისტიისთვის ჩვენი და სხვისი პატიმრები არ არებობს, ეს არ ყოფილა კონკრეტულ პიროვნებებზე მორგებით მიღებული. ეს იყო იმ მუხლების გათვალისწინებით მიღებული, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ წესრიგს არ შეექნება მნიშვნელოვანი საფრთხე და მეორეს მხრივ, ყველა, ვისი დაბრუნებაც და რესოციალიზაციაც შეიძლება საზოგადოებაში, დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს ჰყავს დაახლოებით, 9 500 ადამიანი პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრობაში, შესაბამისად, როცა ვამბობთ, 1500 მათგანი საპატიმროს დატოვებს, ხოლო 4000 მათგანს სისხლის სამართლის ჯარიმა მოეხსნება და 10000-მდე პრობაციონერს ამნისტია შეეხება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამნისტია. ჩვენ პირისპირ დაპირიება არ მიგვიცია არვისთვის, ჩვენ გვაქვს შეთანხმება ჩვენს საზოგადოებასთან, რომ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლითაც, ადამიანის უფლებებიც და ჩვენი საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესებიც იქნებოდა დაცული. სწორედ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო