გიგა ბოკერია - ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით და კითხვით ჩვენი მოქალაქეებისადმი

ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით და კითხვით ჩვენი მოქალაქეებისადმი,- ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

მისი განმარტებით, ამის პარალელურად უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტური შეცვლა.

ბოკერიას თქმით, არჩევნებში ელექტრონული ელემენტების დანერგვა, ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების ქოლგის ქვეშ განიხილება და რომლის შეთავაზებაც ოპოზიციამ გააკეთა.

„ესეც ყველამ იცის, ჩვენ დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს ძალიან მკაფიოდ, რომ ჩაყრით და „კარუსელით“ მოხდა ძირითადად ამ არჩევნების გაყალბება და ამას უშველის მხოლოდ ახალი არჩევნები, სხვა ინსტრუმენტი აქ არ არსებობს, რომ ვიღაცამ დაწეროს ახალი ციფრები. ახლა უბრალოდ დროის ათვლა მიდის, როდის მოვა გონს ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნონ, როგორც ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან.

არჩევნებში ელექტრონული ელემენტების დანერგვა არის ერთ-ერთი საკითხი ახალი საპარლამენტო არჩევნების ქოლგის ქვეშ, ცალკე არ განიხილება. ჩვენ შეთავაზებული გვაქვს პაკეტი, ძალიან კარგად გავლილი ოპოზიციური პარტიების მთელი ჯგუფის მიერ, სადაც ეს კომპონენტიც არის, რომელიც ამცირებს მანიპულაციის რისკებს. მთავარი საკითხი არის არა ქაღალდზე დაწერილი წესები, თუნდაც რამე ახალი წესების შემოღება, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, რომ თამაშის წესები და კანონები დაცული უნდა იყოს. მნიშვნელობა არ აქვს გაუმჯობესებას თამაშის წესების, თუ ვისაც ძალაუფლება აქვს, შეუძლია ეს ქაღალდი გადაახიოს თავზე საზოგადოებას. ამიტომ ეს არ შეიძლება, რომ გაუვიდეს და ამიტომ უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და ეს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ფუნდამენტური ცვლილებებით ადმინისტრაციაში. მარტო ერთი სამარცხვინო თავმჯდომარის მოხსნით კი არა, არსებითი ცვლილებებით, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს და ასევე, შიგნით წესების ცვლილებებით, რომელშიც ელექტრონული კომპონენტის შემოტანაც ერთ-ერთი საკითხია,“- განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს