„ლელო“ - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა ვადამდელი არჩვენების დანიშვნის აუცილებლობა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა ვადამდელი არჩვენების დანიშვნის აუცილებლობა , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილმა წინა ორ ვადაშიც ბევრჯერ სცადა პასუხისმგებლობისგან გაქცევა, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ „გვიტოვებს ჩამოშლილ ინსტიტუციებს და მრავალმხრივ კრიზისში ჩაძირულ გაღატაკებულ ქვეყანას“.

ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში წერილით მოვიდა და წერილით წავიდა. „ქართული ოცნების“ მისი მმართველობის 8 წლიან პერიოდში ერთადერთ პოზიტიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს მისი წასვლა პოლიტიკიდან.

ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა ქართველი ხალხისთვის მიცემული პრაქტიკულად ვერცერთი საკვანძო დაპირება; ქვეყანაში არ გაძლიერდა ეკონომიკა, ეტაპობრივად შემცირდა და საბოლოოდ პრაქტიკულად შეწყდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საქართველო ამოვარდა გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტების კონტექსტიდან, კორუფციამ გამოფიტა ქვეყანა, ბიზნესი ვერ გათავისუფლდა კლანური გავლენებისაგან, არ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და ქართველი ხალხი დაადგა შეუქცევადი გაღატაკების გზას.

8–წლიანი მმართველობის პერიოდში, სამწუხაროდ, მოხდა სახ ინსტიტუციების სრული დეგრადაცია და დამკვიდრდა არაფორმალური მმართველობის ჰეგემონია.

ჩვენ მივიღეთ ერთი ადამიანის სრულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუცია. მმართველი ძალის სრულ დაქვემდებარებაში გადავიდა მართლმსაჯულების სისტემა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი ძალა ამ ხნის განმავლობაში გამუდმებულ შეტევას ახორციელებდა და დისკრედიტაციას ახდენდა კრიტიკულად განწყობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორისა, პოლიტიკური პარტიების და ბიზნესის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქვეყანაში ისევ გაჩნდა პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი საქმეები და გაჩნდნენ აშკარად პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები. ამ პერიოდში ქვეყანამ ვერ შეძლო ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში მცირედი პროგრესის მიღწევაც კი და ქვეყნისათვის ამ უმწვავესი გამოწვევის საერთაშორისო განხილვის საგნად გადაქცევა.

საზოგადოდ საქართველომ დაკარგა საერთაშორისო პოლიტიკისათვის საინტერესო აქტორის როლი და სანდო პარტნიორის იმიჯი.

საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა , როგორც ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი მრავალპარტიული კოალიციის ლიდერი, რომელმაც შემდგომში ჩამოიშორა ყველა პოლიტიკური პარტნიორი და ქვეყანა აქცია ორპარტიული დაპირისპირების პოლიგონად, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდა 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებით და ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტით.

ბიძინა ივანიშვილმა წინა ორ ვადაშიც ბევრჯერ სცადა პასუხისმგებლობისგან გაქცევა და დღეს 8–წლიანი მმართველობის თავზე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გვიტოვებს ჩამოშლილ ინსტიტუციებს და მრავალმხრივ კრიზისში ჩაძირულ გაღატაკებულ ქვეყანას.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა ვადამდელი არჩვენების დანიშვნის აუცილებლობა, ქართველმა ხალხმა სამართლიანი არჩევნების შედეგად უნდა აირჩიოს მისი ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს მისი მმართველობის შედეგად დაგროვილ გამოწვევებს და ქვეყანა გამოიყვანოს შექმნილი ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან“ ,- აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო