მამუკა მდინარაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე - ამ საკითხზე ჩვენ ვსაუბრობთ ისევ და ისევ, როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტები, თუმცა ოპტიმიზმს მართლაც აქვს საფუძველი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ხელისუფლება საუბრობს, როგორც „გამოუსწორებელი ოპტიმისტი“, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.

მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები რაციონალურ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ისინი საქართველოს პარლამენტში გააგრძელებენ ხელისუფლების ოპონირებას.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ ისევ და ისევ, როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტები, თუმცა მართლაც აქვს ოპტიმიზმს საფუძველი იქედან გამომდინარე, რომ ვფიქრობ, რაციონალურ და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი გარკვეულ პირობებს დათანხმდებიან და საქართველოს პარლამენტში გააგრძელებენ ხელისუფლების ოპონირებას. თუ მათი მოთხოვნა მათთვის არის წითელი ხაზი და ეს მოთხოვნა კვლავ ითვალისწინებს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, ამას უნდა ჰქონდეს საფუძველი და ამის საფუძველი შეიძლება იყოს ერთადერთი- იმის გარკვევა, რეალურად, რაიმე სერიოზული ხარვეზი იყო თუ არა არჩევნების პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს. თუ არჩევნების დღეს სერიოზული ხარვეზიც კი არ ყოფილა, არათუ გაყალბება, მაშინ ბუნებრივია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ უნდა იყოს. ზუსტად ამიტომ არის ჩვენთვის ეს წითელი ხაზი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, კი ბატონო ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ მათივე შექმნილი კომისიის ფარგლებში მტკიცებულებები იქნება, რომ ერთპროცენტიანი გადახრაც კი იყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. მგონი ხალხს მობეზრდა ამაზე პერმანენტულად საუბარი, მაგრამ ეს არის მთავარი მოცემულობა, რომელიც არის ყველაზე სამართლიანი“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა