სალომე სამადაშვილი - კომიკურია კობახიძის განცხადება, რომ 3 საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი, რომელიც პარლამენტში შევიდა, თურმე რეალობას ცვლის  და პარლამენტი ერთპარტიული აღარაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის შეფასებით, კომიკურია ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ 3 ადამიანის პარლამენტში შესვლა რეალობას ცვლის და პარლამენტი ერთპარტიული აღარაა.

ამასთან, როგორც სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების პროცესიდან შედეგის მიღება არ სურს.

„კომიკურია კობახიძის განცხადება, რომ 3 საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი, რომელიც პარლამენტში შევიდა, თურმე ცვლის რეალობას და პარლამენტი ერთპარტიული აღარაა. ჩვენს მეგობრებს ევროპულ სოციალისტებში მინდა ვაცნობო, რომ ახალი კოლეგები ჰყავთ ევროპარლამეტარებს საქართველოს პარლამენტში. ცხადია, ამას დაცინვით ვამბობ, რადგან სასაცილოდ არ ეყოფა არავის ის პოლიტიკური სქემა, რაც დაალაგა „ქართულმა ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსთან“ და სამი ადამიანი „ევროპული სოციალისტების“ ახალი საფარის ქვეშ მოავლინა პარლამეტის წევრებად და დღეს გვეუბნება, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარაა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ გაბანკროტებულია, ამიტომ, ცხადია, გაბანკროტებულ პროექტზე, ჩავარდნილ პროექტზე, ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა არ უნდა, ამიტომ საუბრობს იმაზე, რომ ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. საუბრობს იმაზე, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ ოპოზიციაშიც ვიხილოთ, მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება - „ევროპელი სოციალისტები“, „რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა