მაია ცქიტიშვილი - უნდა განვავითაროთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს

პარტიის ლიდერის და ამ ცვლილებების განმახორციელებლის წასვლა, დროის რა მომენტიც არ უნდა ყოფილიყო შერჩეული, არის ძალიან რთული - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რჩება „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა შეინარჩუნოს 2011 წლიდან დაწყებული ევროპული ინტეგრაციის გზა.

„ჩვენზე არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ განვითარების ის გზა, რომელიც ჯერ კიდევ მისი მხრიდან იქნა შეთავაზებული 2011 წელს, როდესაც ის პოლიტიკაში მოვიდა და რა თქმა უნდა კიდევ უფრო განვავითაროთ ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს