სალომე სამადაშვილი - ივანიშვილმა გადაწყვიტა, დისტანცირება მოახდინოს საკუთარ პერსონასა და ვითარებას შორის, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი - ამას ჰქვია „ხელების დაბანა“

ნათელია, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, დისტანცირება მოახდინოს საკუთარ პერსონასა და იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ვითარებას შორის, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ეს არის პირდაპირ აღიარება, რომ სრული ფიასკო განიცადა მან და მისმა პოლიტიკურმა პროექტმა „ქართული ოცნების“ სახით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საეჭვოა, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ გავლენებს დათმობს, რადგან მისთვის ბევრად უფრო ბუნებრივია არაფორმალურად გააგრძელოს პროცესების მართვა.

„რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა, რომელსაც პრეტენზიები აქვს, რომ სახელმწიფო მოღვაწეა, დატოვოს პოლიტიკური საქმიანობა?! იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, განახორციელა ის ამოცანები, რომელიც დაისახა. მოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოქვეყნებულ წერილში 2012 წელს გამოქვეყნებული წერილი, ასევე, მისი ავტორობით და შეგვიძლია ჩვენ პუნქტობრივად გავყვეთ, რას პირდებოდა ივანიშვილი ქართველ ხალხს და რომელიმე პუნქტთან მიმართებით არა თუ იმაზე ვისაუბროთ, რომ განხორციელდა მისია და შესრულდა, არამედ მკვეთრი გაუარესება რომ არ გვქონდეს, ასეთი პუნქტი არ არსებობს იმ ჩამონათვალიდან, რომლის ციტირებასაც ის აკეთებდა. ამას ჰქვია ხელების დაბანა, იმიტომ, რომ ჩვენ დღეს კიდევ ბოლომდე ვერ ვგრძნობთ და სამწუხაროდ, მიმდინარე წელს ყველაზე ნათლად დავინახავთ იმას თუ რა განადგურება დაემართა საქართველოს ეკონომიკას ბიძინა ივანიშვილის ხელში. ჩვენ წინ გველოდება უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური კრიზისი და ცხადია, რომ ეს გუნდი ვერაფერს ვერ გაართმევს თავს. ამ გუნდს ელოდება ერთადერთი რამ და ეს არის ქართველი ხალხის ძალიან დიდი მრისხანება და ამ გუნდს ელოდება ანგარიშვალდებულება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დიდწილად არის ნომენკლატურული პარტია, რომელსაც ხმას აძლევენ ის ადამიანები, რომელიც პარტიასთან კონკრეტული ინტერესით არის დაკავშირებული. სამადაშვილის განმარტებით, ასეთი ადამიანებისთვის პარტიაში ერთადერთი ადამიანი არსებობს და ეს ბიძინა ივანიშვილია.

„ძალიან საინტერესო იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ მომხრეებს ჰკითხოს, მათ ვის მისცეს ხმა - არჩილ თალაკვაძეს, ირაკლი კობახიძეს თუ რომელიმე სხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატს პარლამენტში. თუ „ქართულ ოცნებას“ ვინმე ჰყავს კიდევ დარჩენილი გულშემატკივარი, რომელიც რეალურად მათ აძლევს ხმას, რადგან, ალბათ, ეს არის უფრო ნომენკლატურული პარტია, რომელსაც ხმას აძლევს ის ხალხი, რომელიც პირდაპირ არის ინტერესებით დაკავშირებული ამ პარტიასთან, მათთვის, ცხადია, რომ ერთი ადამიანი არსებობს „ქართულ ოცნებაში“, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი თუ იქ აღარ არის, მაშინ გაუგებარია, ვინ არის ეს ხალხი, ვისი სახელით საუბრობენ, იმიტომ, რომ შემიძლია ვივარაუდო, რომ იმ ამომრჩეველსაც არ წარმოადგენენ, რომელიც ოფიციალურად გაიფორმა „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბრის არჩევნებზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე განცხადებით, 8 წლის თავზე საქართველო ყველა მაჩვენებლით უკან წავიდა და ამ პირობებში ბიძინა ივანიშვილს სხვა არაფერზე არ შეუძლია საუბარი, გარდა ოპოზიციისა და 8 წლის წინ განვლილი 9 წლისა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა