გია ხუხაშვილი - „ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცები თუ დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა და თავზე მოასვეს კობახიძე, ეს სერიოზული შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენა ეჭვს ბადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას რეალურად არ აპირებს.

როგორც ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი მართვის მოდელიდან კონტროლის მოდელზე გადადის.

ამასთან, ექსპერეტის შეფასებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი გახარიას ან კახა კალაძის კანდიდატურები უფრო საინტერესო იქნებოდა, თუმცა „ივანიშვილს პარტიაში რეალური ფიგურების წინ წამოწევა არ სურს“.

„კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ წარმოდგენა ეჭვებს ბადებს, რომ მთლად ისე არაა საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აპირებს წასვლას და პოლიტიკისკენ არ გამოიხედავს. პარტია არის ელექტორატზე დაფუძნებული სისტემა, შესაბამისად პარტიის ლიდერი უნდა იყოს ელექტორალური მიზიდულობის ცენტრი. ირაკლი კობახიძე ყველაზე ნაკლები მიზიდულობის ცენტრია. მისი ნეგატიური რეიტინგი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პოზიტიური. შესაბამისად, პარტიული პოლიტიკის ლოგიკით, თავმჯდომარის პოსტზე ბევრად უფრო საინტერესო კანდიდატი იქნებოდა კახა კალაძე ან გიორგი გახარია. ბიძინა ივანიშვილმა ეს არ გააკეთა. ისმის კითხვა - რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მას კიდევ უნდა ირიბი კონტროლის შენარჩუნება? მას არ უნდა რეალური ფიგურების წინ წამოწევა პარტიაში იმიტომ, რომ საკუთარი პოლიტიკური წონის ფიგურებმა, შესაძლოა, მის გეგმას სამომავლოდ საფრთხე შეუქმნას. რასაც, ბუნებრივია, კობახიძე ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ კობახიძეს ძვლიანად შეჭამენ. დღეს პარტიაში აქტივი, რომელიც ძირითადად მოქმედებდა, მუშაობდა, ანუ „ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცები ვერ იტანენ ირაკლი კობახიძეს, მეტად, ვიდრე ოპოზიცია. ეს აქტივი ახლა ჩუმადაა და რატომ? იმიტომ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ივანიშვილი სინამდვილეში მიდის. ფიქრობენ, რომ ეს არის მორიგი „ტრიუკი“ და ამიტომ არიან წყნარად. თუ დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა და მათ თავზე მოასვეს კობახიძე, ეს სერიოზული შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება. ვინ იქნება ამ შემთხვევაში საქმის გამრკვევი? ისევ ბიძინა ივანიშვილი. კობახიძე 100%-ით დამოკიდებულია ივანიშვილზე და ასე იქნება სამიდღემჩიოდ იმიტომ, რომ მას საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს, განსხვავებით კალაძისგან და გახარიასგან“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღესვე პარტიამ თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო