დავით ჭიჭინაძე - გუნდს, რომელიც რჩება, წარმოდგენა არ აქვს, ქვეყანაში რა პროცესები მიმდინარეობს - ივანიშვილი მესაფლავეებს ტოვებს

გუნდს, რომელიც რჩება, აბსოლუტურად წარმოდგენა არ აქვს, ქვეყანაში რა პროცესები მიმდინარეობს. ივანიშვილი მესაფლავეებს ტოვებს, - ასე შეაფასა მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განმარტა, ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში რჩებიან, ჰგონია, რომ შემზღუდავ და სადამსჯელო კანონებს თუ მიიღებენ პრობლემა ამით მოგვარდება.

ჭიჭინაძის შეფასებით, ამ პოლიტიკოსებმა საქართველო მხოლოდ კანონებისა და შეზღუდვების ქვეყნად აქციეს.

„მათ ჰგონიათ, რომ ერთგვარად შემზღუდავ კანონებს თუ მიიღებენ, სადამსჯელო კანონებს თუ მიიღებენ, ამით ქვეყანა აშენდება. იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ ნებისმიერი კანონი სოციალური შეთანხმების საფუძველია. თუ ხალხი არ თანხმდება კანონის მოქმედებაზე, ის კანონი ვერასდროს ვერ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებმა მთელი პოლიტიკა გადაიტანეს იურიდიულ სიბრტყეში ანუ ეს ქვეყანა აქციეს მხოლოდ და მხოლოდ კანონებისა და შეზღუდვების ქვეყნად. ივანიშვილი მესაფლავეებს ტოვებს!“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის განმარტებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გარიგებაა, რომლის სანაცვლოდ მან პირობა მიიღო.

„ივანიშვილს გარკვეულწილად აქვს პირობები მიღებული, ვისთანაც გარიგდა და ვის გამოც წავიდა. რა დასაჯილდოვებელი კორონავირუსთან ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილი იყო ?! როგორ შეიძლება პარტიის ლიდერი დააჯილდოვო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. გახარია რატომ არ დააჯილდოვეს მაშინ ორდენით ? ანუ როდესაც შენ გაძლევენ ორდენს და შენ იმის მერე მიდიხარ, ეს მიანიშნებს იმას, რომ გარკვეული გარიგება შედგება. ამ გარიგების მთავარი საფუძვლები იქნებოდა, რა თქმა უნდა, მისთვის ყველაზე დიდი მტრის არმოსვლის პირობა. მიხეილ სააკაშვილი იქნება ეს პირობა და ჩვენ დავინახავთ ცოტახანში სააკაშვილის პოლიტიკიდან გაწევასაც. ეს გარდაუვალი პირობა იქნება. თუმცა, რაც შეეხება თვითონ „ქართულ ოცნებას“ ეს ქათმის ფეხებზე მდგარი ქოხია, რომელიც აბსოლუტურად ჩამოიქცა, იმიტომ, რომ მათ ჯერ არ გააჩნიათ ჩამოყალიბებული გეგმა სახელმწიფოს მართვის. ამდენი ხანი ხელისუფლებაში არიან და ბიძინა ივანიშვილთან ჩივილისა და მასთან დაბეზღების მეტი ამ ძალებს ერთმანეთის მიმართ არაფერი გაუკეთებიათ. მათ ერთმანეთი ეზიზღებათ, ისინი ხომ იბრძოდნენ ივანიშვილის კარზე ძალაუფლების მოსაპოვებლად“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა