ნუგზარ წიკლაური - ბიძინა ივანიშვილის წასვლა დაკავშირებულია იმასთან, რომ დაინახა, თუ რა მტკიცეა ოპოზიციური ერთობა და სურს გაერიდოს პასუხისმგებლობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ოპოზიციის მტკიცე ერთობას უკავშირდება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ივანიშვილი არ დაუდგება წინ იმ აგორებულ ტალღას, რომელიც ერთი მხრივ საერთაშორისო საზოგადოებისგან, მეორე მხრივ კი ქართული საზოგადოებისგან მოდის.

ბიძინა ივანიშვილის წასვლა, ერთი მხრივ, დაკავშირებულია იმასთან, რომ მან დაინახა თუ რა მტკიცეა ოპოზიციური ერთობა და სურს ახლა გაერიდოს პასუხისმგებლობას და ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ის არ დაუდგება ახლა უკვე აგორებულ ტალღას, რომელიც მოდის საერთაშორისო საზოგადოებისა და ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, იმიტომ, რომ ვერავინ ვერ გაუძლებს ამ ტალღას. ეს არის სამართლიანობის ტალღა, ქართველი ხალხი ითხოვს თავისი უმთავრესი უფლების აღდგენას, რომ, ვისაც აირჩევს, ის წარმოადგენდეს მას აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ჩვენ ვიმსახურებთ ამას. ეს 30 - წლიანი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, იმსახურებს იმას, რომ ვიღაც თაღლითმა, როგორიც არის ივანიშვილი, პოლიტიკურმა შარლატანმა ქართველ ხალხს არ წაართვას ის უფლება, რომლისთვისაც უამრავმა ადამიანმა სიცოცხლე გასწირა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო