სან-დიეგოს ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სან-დიეგოს ზოოპარკის „საფარი პარკში“ რამდენიმე გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზოოპარკის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა პეტერსონმა განაცხადა, რომ ზოგიერთ გორილას ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ხველა აღენიშნება.

გორილების ინფიცირების შესახებ ინფორმაცია კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომაც დაადასტურა.

გორილებს ვირუსი, სავარაუდოდ, ზოოპარკის დაინფიცირებული თანამშრომლისგან გადაედოთ.

აღსანიშნავია, რომ ეს პრიმატებში ვირუსის გავრცელების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

იხილეთ ვიდეო: სან-დიეგოს ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე