ბიძინა ივანიშვილმა ფონდ „ქართუს“ ჯამში 26 ობიექტი გადაუფორმა, 2 კი გადაფორმების პროცესშია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია. ამის შესახებ ინფორმაციას Entrepreneur-ის ქართული რედაქცია სამეწარმეო რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ფონდი „ქართუსთვის“ გადაცემულ ობიექტებს შორისაა, სასტუმრო „პარაგრაფი“, შპს თბილისი სითი, ბიზნესცენტრი, „თაბორი რიზორთსი“, ასევე ბანკი „ქართუ“, შპს „ელიტა ბურჯი“, ლაგუნა ვერეს ტერიტორია.

გამოცემის ცნობით, ობიექტების ჩამონათვალი ასეთია:

1. შპს თბილისი სითი (ცეკავშირი)

2. შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი)

3. შპს სოლოლაკი ჰილს

4. შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი)

5. შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები)

6. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი)

7. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი)

8. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი)

9. შპს სისაიდი (ჩაქვი)

10. შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი)

11. შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია)

12. შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი)

13. შპს „ბიზნესცენტრი“

14. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩაზე

15. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა-ში

16. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ

17. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი

18. შპს „ბურჯი“

19. შპს „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია

20. შპს „ელიტა ბურჯი“

21. სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69

22. შპს „სი ვიუ რესორთ“

23. სს „ბოლნისის ტუფი“

24. სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები

25. სს „ბანკი ქართუ“

26. სს დაზღვევის კომპანია „ქართუ“

გამოცემის ცნობით, გადაცემის პროცესშია:

1. კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი)

2. შპს სასტუმრო სიღნაღში - (წილის 70%)

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს