გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ, ორი მოქალაქე, ნავითა და ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა.

„სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 2,5 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქეებს უკანონოდ მოპოვებული თევზი, ნავი და შოკური აპარატი ჩამოართვეს და დალუქეს. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა, დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით უწყებაში მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. იგეგმება არსებული რეგულაციების გამკაცრებაც, რაც უკანონო თევზჭერის აღკვეთას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო