აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავის ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება ადგილობრივ მოსახლეობასთან და ცდილობს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამები.

„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძრის კერებმა სერიოზული ზიანი მიაყენა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებას, ასევე რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და მოსახლეობის პირადი საკუთრება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავის ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება ადგილობრივ მოსახლეობასთან და ცდილობს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ. საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდნირებულად ახორციელებს ფინანსურ დახმარებას უსახლკაროდ დარჩენილი თანამოქალაქეების მიმართ. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად რეგულარულად მუშაობს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით, ასევე მათი სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს“, - აღნიშნულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა სამინისტროს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო