მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ღირსეული ლიდერია და პარტიის თავმჯდომარედ მის დასახელებას მიესალმება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების“ ღირსეული ლიდერია და პარტიის თავმჯდომარედ მის დასახელებას მიესალმება.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით სწორი არჩევანი გაკეთდა.

„მას გააჩნია სრული შესაძლებლობა, გამოცდილება, ცოდნა, კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება, რათა პარტიის ხელმძღვანელობა და ქვეყნის სასიკეთოდ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვტილების მიღება შესძლოს. ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, გვექნება შესაძლებლობა მისი ლიდერობით ყველა იმ ამოცანის შესრულებას გავართვათ თავი, რაც ქვეყნის წინაშე დგას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს