ბექა დავითულიანი - ოპოზიციას საკმაოდ მსუყე შეთავაზებები აქვს მიღებული, მოვიდნენ, იმუშაონ ქვეყნისთვის და არა პირადი ინტერესებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის შეფასებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას საკმაოდ „მსუყე“ შეთავაზებები შესთავაზა, თუმცა მათი მხრიდან უარი მიიღო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას სურს, მმართველი გუნდი სახლში წავიდეს და მათ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გააგრძელონ ქვეყნის მართვა, რაც დავითულიანის თქმით, არ გამოვა.

ის ოპოზიციურ სპექტრს ურჩევს, ქვეყნისთვის იმუშაონ და არა პირადი ინტერესებისთვის.

„ჩვენი მხრიდან ყველა შეთავაზება გაკეთდა ოპოზიციის მიმართ, რისი შეთავაზებაც შეიძლებოდა. გაიხსენეთ პირველი დღე, მეორე, მესამე დღესვე ჩვენი მხრიდან ითქვა, მოდით, გადავთვალოთ ის უბნები, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებს საჩივრები აქვთ დაწერილი. დაიწყო ამ უბნების გადათვლა და არავითარი არსებითი ხარვეზი არ არის. მერე ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება, გადავთვალოთ საერთოდ ყველა უბანი, რომელზეც საჩივარი არის შემოსული, რაზეც უარი მივიღეთ. პასუხი იყო ხელახალი არჩევნები. ბოლოს შევთავაზეთ, დავსხდეთ და მომავალზე ვისაუბროთ, მოვრიგდეთ არჩევნების თემაზე, თვითმმართველობის საკითხებზეო, თუმცა, ჯერჯერობით მათი მხრიდან ისევ დუმილია. ჩვენ მეტი რისი შეთავაზება შეგვიძლია? როგორც ჩანს, ერთადერთი შეთავაზება, რომელიც მათ სურთ არის ის, რომ ჩვენ სახლში წავალთ, მობრძანდით და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქვეყანა მართეთ. ამ შეთავაზებას ვერ მიიღებენ. საკმაოდ მსუყე შეთავაზებები აქვთ მიღებული, მოვიდნენ და იმუშაონ ქვეყნისთვის და არა პირადი ინტერესებისთვის“,-განაცხადა დავითულიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს