ირაკლი შოთაძე - 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4633 პირის მიმართ დაიწყო

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის მაჩვენებლი გაზრდილია, რაც ოჯახურ დანაშაულებებზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებლის ზრდითაა განპირობებული.

ამის შესახებ საქართველოს ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„2020 წელს, წინა წელთან შედარებით, მცირედით არის გაზრდილი პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2020 წელს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება მოთხოვნილია 41% შემთხვევებში, ხოლო არასაპატიმრო აღვკეთის ღონისძიება 19.2% შემთხვევებში. 2019 წელს 37%-ში იყო პატიმრობა მოთხოვნილი. წელს ეს ზრდა კი გამოწვეულია იმით, რომ გაზრდილია მოთხოვნილი პატიმრობის მაჩვენებელი ოჯახურ დანაშაულებებზე. ოჯახურ დანაშაულებებზე, არსიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. შესაბამისად, 2019 წელს სულ მოთხოვნილი პატიმრობიდან ოჯახურ დანაშაულზე მოდიოდა 38 %, ხოლო 2020 წელს 43.4%-ი. ამრიგად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ოჯახურ დანაშაულებებზე მოთხოვნილი პატიმრობის პროცენტული მაჩვენებლი გაზრდილია 5.4 %-ით“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ასევე ხორციელდება ძალადობრივი დანაშაულისთვის ბრალდებული პირების მიმართ.

„საუბარია 108-ე, 109-ე, 117-ე და 179-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ბრალდებულ პირთათვისაც აღვკეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნაზე. 2020 წელს როგორც მკვლელობის, მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებებში და ყაჩაღობის 100 % შემთხვევაში პროკურორების მხრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა მოთხოვნილი. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას რაც შეეხება, აქ 96 %-შია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოთხოვნილი. ასევე, ბოლო წლებში შემცირებულია ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს, ე.წ. საპატირმო გირაოს მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელიც. 2020 წელს საპატიმრო გირაო გამოყენებული იქნა 2.9% შემთხვევებში. ასევე, 2020 წელს სასამართლოს მიერ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული იქნა 27. 9 % შემთხვევებში, ხოლო არასაპატირმო 30.8 % შემთხვევებში. 2020 წელს პროკურორის მიერ მოთხოვნილი აღკვეთი ღონისძიება სამართლოს მხრიდან სრულად დაკმაყოფილდა 74.8 %-ში, ნაწილობრივ 22.7%-ში ხოლო არ დაკამყოფილდა 2.6 % -ში“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4633 პირის მიმართ.

„2020 წელს, სპეციალიზებული პროკურორების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში აქტიურად ხდებოდა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა 2017 წელს 25 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა, 2018 წელს - 111, ხოლო 2019 წელს - 120 ბრალდებულის მიმართ. 2020 წლის მონაცემებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 178 ბრალდებულის მიმართ, ხოლო 184 ქალი დაზარალებულად იქნა ცნობილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი პირველად გამოიკვეთა ქალთა მკვლელობის საქმეებში“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო