ისრაელი 12 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს

ისრაელი 12-16 წლის ასაკის მოზარდების ვაქცინაციის დაწყებას უახლოესი 2 თვის განმავლობაში გეგმავს, თუკი შესაბამისი კვლევა ამ ასაკში ვაქცინის გამოყენების უსაფრთხოებას დაადგენს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის საკითხებში ეროვნული კოორდინატორის ნაჩმან ეშის პროგნოზით, ფარმაკოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდება, რომ ვაქცინის მიღების მინიმალური ასაკობრივი ზღვარის 16-დან 12 წლამდე შემცირება უსაფრთხოა და ქვეყნის საკვებისა და წამლის სააგენტო ამ ასაკში ვაქცინაციის დაწყების ნებართვას მარტისთვის გასცემს.

„ის ფაქტი, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვები ამჟამად ვაქცინას არ იღებენ, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევის თვალსაზრისით, ვფიქრობ, უახლოეს ერთ ან ორ თვეში ვაქცინაციისთვის კიდევ ერთი - 12 წლის ასაკის ზემოთ პირების - ჯგუფი გვეყოლება, რომლის ვაქცინაციასაც შევძლებთ“, - განაცხადა ნაჩმანი ეშმა.

ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემებით, 12-დან 16 წლამდე ასაკის პირები ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 7,75%-ს შეადგენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა