ბიძინა კულუმბეგოვი - ჩვენთან უხარისხო ვაქცინა არ შემოვა - თუ იქნება არასაკმარისი სარწმუნოობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს ჩინურ ვაქცინას გამოსაყენებლად არ მისცემს

ჩვენთან უხარისხო ვაქცინა არ შემოვა. თუ იქნება არასაკმარისი დოკუმენტები და არასაკმარისი სარწმუნოობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს ჩინურ ვაქცინას არ მისცემს რომ გამოიყენოს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსთან “ საუბრისას საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემოტანის საკითხზე განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ სამეცნიერო კომიტეტი ჩათვლის, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის სარწმუნო, მაშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიანიჭებს გადაუდებელ გამოყენებას და „კოვაქსის“ პლატფორმაზე ვერ განთავსდება.

ამასთან, კულუმბეგოვი დასძენს, რომ თუ 2021 წელს ყველა ვაქცინამ კლინიკური კვლევა სწორად გაიარა და გაამართლა, „კოვაქსის“ პლატფორმას შესაძლებლობა ექნება მსოფლიოს 98 ქვეყანას გაუნაწილოს დაახლოებით, 2 მილიარდი სხვადასხვა კომპანიის ვაქცინის დოზა.

„კოვაქსის“ პლატფორმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის პლატფორმაა. შეიქმნა, რათა შესაძლებელი იყოს მსოფლიოში ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების გადანაწილება თანაბრობის და სამართლიანობის პრინციპით მოხდეს. „კოვაქსის“ პლატფორმა როცა შექმნეს პანდემიის დასაწყისში, წინასწარი კონტრაქტორები, ჯერ კიდევ არარსებული ვაქცინების იყვნენ „ასტრაზენეკა“-ოქსფორდი, რომელიც შეპირებულია რომ დაახლოებით ,მილიარდი დოზა მისცეს „კოვაქსს“, ასევე ჩინური „სინოფარმა“ და „სინოვაკი“ „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „ინოვაქსი“ . ჯამურად, 2021 წელს, თუ ყველა ვაქცინამ კლინიკური კვლევა სწორად, კარგად გაიარა და გაამართლა, „კოვაქსის“ პლატფორმას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მსოფლიოს 98 ქვეყანას გაუნაწილოს სხვადასხვა კომპანიის ვაქცინის დაახლოებით, 2 მლრდ დოზა“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, თუ ვაქცინა „კოვაქსზე“ განთავსდება ე.ი. გარანტირებულია მისი უსაფრთხოება.

გუშინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებმაც დაასრულეს ესა თუ ის კვლევები, თუ შეიძლება სწრაფად გამოგვიგზავნეთ მასალები. დაასახელა „სინოფარმა“ „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“ ვინაიდან ბოლოში არიან. ამიტომ თუ მათი განხილვის შემდეგ, სამეცნიერო კომიტეტი ჩათვლის, რომ ჩინურ ვაქცინას არ აქვს ჩატარებული შესაბამისი კვლევა, არ არის სარწმუნოობა მისი ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ, მაშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიანიჭებს გადაუდებელ გამოყენებას და „კოვაქსის“ პლატფორმაზე ვერ განთავსდება. ჯერ უნდა დაველოდოთ აღიარებითი ორგანოები მისცემენ თუ არა, ამა თუ იმ ვაქცინას აღიარების დოკუმენტებს ნებართვას. „კოვაქსზე“ თუ განთავსდება ე.ი. გარანტირებულია მისი უსაფრთხოება. ისე არ დაიშვება ეს ვაქცინები. ამ ეტაპზე არცერთი ვაქცინა არ არის „კოვაქსის“ პლატფორმაზე წარდგენილი. ვხედავდთ „მოდერნას“ და „ფაიზერს“, რომელიც გამოიყენება მაგრამ, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინა „კოვაქსის“ პლატფორმაზე კონტრაქტორი არ არის და ვაქცინებს არ მისცემენ „კოვაქს“ ჩვენთან უხარისხო ვაქცინა არ შემოვა. თუ იქნება არასაკმარისი დოკუმენტები და არასაკმარისი სარწმუნოება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინურ ვაქცინას არ მისცემს მსოფლიოს რომ გამოიყენოს“,- აცხადებს კულუმბეგოვი.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხიან ვაქცინაზე, რომელიც მოსახლეობის დიდი ფენას გაწვდება.

„მნიშვნელოვანი საკითხია, შესაძლებელია კი რომ 200 ათასი „ფაიზერის“ ვაქცინა მოვიპოვოთ? წინასწარ აქვთ ნაყიდი მდიდარ ქვეყნებს. ჩვენ შემთხვევაში, შეიძლება, ევროკავშირმა დაგვითმოს „ფაიზერიც“ და „მოდერნაც“ , მაგრამ ეს შეიძლება მოსახლეობის 4-5%-ს გაწვდეს. აქცენტი უნდა გვქონდეს ისეთ ვაქცინებზე, რომელიც საკმარისი რაოდენობითაა, ხარისხიანი და კარგია, რომელიც გაწვდება დიდ ფენას“,- განაცხადა კულუმბეეგოვმა. ამასთან, როგორც ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, ყველაზე ახლო პერსპექტივით კორონავირუსისი ვაქცინის გამოყენება ქვეყანაში თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში უნდა დაიწყოს.

ცნობისთვის, ჩინეთის მიერ წარმოებულ ვაქცინებს „სინოვაკსა“ და „სინოფარმს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა