ირაკლი შოთაძე - ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პრობლემების გამო, ხშირ შემთხვევაში სასამართლოები არაგონივრულად ჭიანურდება - შექმნილია ჯგუფი, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა იმუშაოს

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის შერჩევის პროცესის გაჭიანურების გამო, ხშირ შემთხვევაში სასამართლოები არაგონივრულად ჭიანურდება.

როგორც მან საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა იმუშაოს, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ირაკლი შოთაძის თქმით, ეფექტიანად უნდა მოხდეს ამ პრობლემების გადაჭრა, წინააღმდეგ შეთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა.

„ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური 2020 წელს გახდა. პანდემიის პირობებში, როდესაც ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო, პენიტენციური სისტემა, ადვოკატები, ყველანი ამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ვხდებით, რომ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მთავრობამ დაგეგმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო რიგი პერიოდის განმავლობაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების საერთოდ გამართვა. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით პრობლემური იყო 2020 წელს.

რაც შეეხება გაჭიანურების პრობლემას, რომელიც ძირითადად ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პრობლემაში მდგომარეობს. როგორც აღვნიშნე, უზენაესი სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციაციის, პროკურორების მონაწილეობით ამ საკითხზე იყო მსჯელობა და ყველა მხარე ვთანხმდებით, რომ ეს მართლაც პრობლემაა. რეალურად, ყველანი ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ ამ შერჩევის პრობლემების გამო, ხშირ შემთხვევაში სასამართლოები არაგონივრულად ჭიანურდება. შესაბამისად, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა იმუშაოს, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზე. ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთი საკანონმდებლო ცვლილების არსებობის წინაშე რეალურად ვდგავართ. შესაბამისად, ეს მუშაობა 2021 წელს აქტიურად წარიმართება და მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს, რათა პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება და ის ნაფიცი მსაჯულების შერჩევის გაჭიანურებაში მდგომარეობს, გადაიჭრას. როდესაც ვხედავთ, რომ ყოველწლიურად ნაფიცი მსაჯულების პროცესების რაოდენობა იზრდება, ეფექტიანად უნდა მოვახდინოთ ამ პრობლემების გადაჭრა, წინააღმდეგ შეთხვევაში, საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა“,- განაცხადა შოთაძემ.

მან ასევე კორუფციული დანაშაულებების გამოძიებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„2021 წელს პრიორიტეტულად ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას და განვითარებას. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება სწორედ გამომძიებლების სწავლება, ტრენინგების ჩატარება, სასწავლო კურსების დაგეგმვა“,-განაცხადა შოთაძემ.

საკანონმდებლო ცვლილების არსებობის წინაშე რეალურად ვდგავართ. შესაბამისად, ეს მუშაობა 2021 წელს აქტიურად წარიმართება და მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს, რათა პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება და ის ნაფიცი მსაჯულების შერჩევის გაჭიანურებაში მდგომარეობს, გადაიჭრას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს