ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურორებისა და მოსამართლეების შრომის ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, თუმცა, ეს პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დროს შეუძლებელია

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურორებისა და მოსამართლეების შრომის ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, თუმცა, ეს პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დროს შეუძლებელია.

როგორც მან გენერალური პროკურატურის 2020 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის ხელფასების ზრდა, კორუფციის რისკს შეამცირებს.

„ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში თუ ჩვენ ავიღებთ ევროპულ სტანდარტებს, თუ ავიღებთ იგივე სასამართლო კორპუსებს, რა თქმა უნდა, შრომის ანაზღაურება გასაზრდელია. აუცილებლად უნდა გაიზარდოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პანდემიის გათვალისწინებით, იმ ეკონომიკურმა კრიზისმა რაც არამარტო საქართველოშია, არამედ მთელ მსოფლიოშია, მთელი რიგი პრობლემები შექმნა. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები ამ პანდემიის დასრულებისთანავე მოგვარდება. ვფიქრობ, რომ პროკურორების ხელფასები უნდა გაიზარდოს, ისევე როგორც მოსამართლეების ხელფასები და შრომის ანაზღაურება. მთლიანად ამ სისტემაში უნდა გაიზარდოს, რათა კორუფციის რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. პროკურორის და მოსამართლის შრომის ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია ამ სისტემაში კორუფციის რისკებთან“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა