გიგი უგულავა - მინდა მივმართო არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარე არის ირაკლი კობახიძე და ის უბრალოდ კაბინეტს იკავებს თუ რეალური თავმჯდომარეა?  - გაგვცეს პასუხი!

არჩილ თალაკვაძე რამდენჯერაც იკობახიძევებს, იმდენჯერ პასუხად მიიღებს, რომ არის ჩვეულებრივი კობზონი, - ეს განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა.

უგულავას შეფასებით, პარლამენტის რეალური თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა, ხოლო „კობახიძის ჩრდილის ქვეშ მყოფი თალაკვაძე მხოლოდ კაბინეტს ავსებს“.

“ჯერ შიგნით გაარკვიონ, ვინ არის პარლამენტის რეალური თავმჯდომარე. მინდა მივმართო არჩილ კობზონ თალაკვაძეს, პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარე არის ირაკლი კობახიძე და ის უბრალოდ კაბინეტს იკავებს თუ პირიქით, რეალური თავმჯდომარეა? - გაგვცეს ამაზე პასუხი. ბიძინა ისე წავიდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არც გამომშვიდობებია, რადგან ცარიელ ადგილად თვლის. თავიდან ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე თალაკვაძე დადიოდა. რატომ შეავსეს კობახიძით? - იმიტომ, რომ მას არაფრად თვლიან. ამიტომ ჯერ „ოცნებაში“ საკუთარი ადგილი იპოვოს და შემდეგ მიაყენოს შეუარცხყოფა ოპოზიციას, რომელთაც გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე კობზონ თალაკვაძეს, კობახიძეს და სხვებს უმრავლესობაში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავამ “უტიფრობა“ უწოდა თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები რადიკალური ოპოზიციის ბულინგის ქვეშაა.

„ამას ამბობს თალაკვაძე, რომელიც კომოდან რომ წამოვიდა, დადგა და თქვა: არსად ვყოფილვარო, მაშინ როცა არსებობენ ცოცხალი ადამიანები, ვინც ის თვითმფრინავში ნახეს. როგორ უნდა დაექვემდებაროს ჩემს ბულინგს ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე?! ეს ადამიანები ივანიშვილისა და მისი ტელევიზიების გულისამრევ ბულინგს არ დაექვემდებარნენ და მაინცა და მაინც უგულავას ბულინგს დაექვემდებარნენ?! სინამდვილეში, არავითარ ბულინგს ადგილი არა აქვს. ეს არის პოზიციების თანხვედრა. ეს სუბიექტი კი არის გარეწარი და მეტი არაფერი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს