აკაკი ბობოხიძე - ბიძინა ივანიშვილი არ წავა - თუ ეს მართლა ასე იქნება, გაგვიადვილდება  „ივანიშვილის“, როგორც სისტემის მიმართ ბრძოლა

საერთოდ, რატომ განვიხილავთ, მართლა წავიდა თუ არა ივანიშვილი. მთავარი სამიზნე სინამდვილეში არის „ივანიშვილიზმი“. ჯერჯერობით ის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა, მართავს ქვეყანას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა.

ბობოხიძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წავა.

„ვიღაცისთვის დღევანდელი პოლიტიკური ბრძოლა არის მიშას დაბრუნებისთვის ბრძოლა. ანუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არ იბრძვის ნაწილი, ვიღაცას უნდა, რომ მიშა დაბრუნდეს. თუ მიშა არ დაბრუნდება, ისე ბიძინა ივანიშვილი მათთვის საინტერესო არ არის. ვიღაცებისთვის სხვა ამოცანებია ბიძინას წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც შექმნა, ამ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო იმიტომ, რომ ამ სისტემამ არაფერი კარგი არ მოუტანა სახელმწიფოს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა მართლა რომ დაადოს თავი და წავიდეს ქვეყნიდან, რა ხდება - ვეგუებით ამ მდგომარეობას? მთავარი ეს არის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მართავდეს ქვეყანას?“,- განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილი არ წავა, რადგან მან თავისი უსაფრთხოების სისტემა შექმნა“.

„ღმერთმა ქნას, რომ უარი თქვას, თუ ეს მართლა ასე იქნება, ჩვენ გაგვიადვილდება ბრძოლა ე.წ. ივანიშვილის, როგორც სისტემის მიმართ. ეს მხოლოდ კარგი იქნება“ ,- აცხადებს ბობოხიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა