თინა ხიდაშელი - ძალიან მალე სამთავრობო ცვლილება გვექნება - ეს იქნება სრულფასოვანი ცვლილება გახარიას ჩათვლით

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, უახლოეს მომავალში განხორციელდება სამთავრობო ცვლილებები, მათ შორის „გიორგი გახარიას ჩათვლით“. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

კითხვაზე, შეძლებს, თუ არა პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იმ მინისტრების თანამდებობიდან გადაყენებას, „რომლებიც მისი დანიშნულები არ იყვნენ და რომელთანაც მას გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემა აქვს, მაგალითად ეკატერინე ტიკარაძე“ , თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ „ისინი ერთად წავლენ მთავრობიდან“.

„ისინი ერთად წავლენ მთავრობიდან, ამიტომ მაგაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ფორმა არ ვიცი, მაგრამ ისინი ერთად წავლენ მთავრობიდან. როგორც ნოემბერში გეუბნებოდით ჟურნალისტებს, რომ პარტიის ყრილობა იგეგმებოდა და თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხდებოდა, ასე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მალე, ამ უმწვავესი კრიზისის დასრულებისთანავე ჩვენ სამთავრობო ცვლილება გვექნება. ეს ცვლილება არ იქნება ისეთი, როგორიც კითხვაში ჩანდა - ვის დანიშნავს გახარია? ეს იქნება სრულფასოვანი ცვლილება გახარიას ჩათვლით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა