თინა ხიდაშელი - ადამიანი, რომელიც ივანიშვილმა მემკვიდრედ დატოვა, ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პირია „ქართულ ოცნებაში“ - ირაკლი კობახიძე, მოახერხებს იყოს კალაძის ან გახარიას ლიდერი?

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საინტერესოა, ირაკლი კობახიძე, მოახერხებს, თუ არა პარტიაში ლიდერობას და მაგალითად, იყოს კახა კალაძის ან გიორგი გახარიას ლიდერი. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

„ბოლო პერიოდში, რაც ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდა ერთადერთი რაც შეიცვალა, იყო ის, რომ თეორიულად მაინც გაჩნდა შანსი იმისა, რომ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოგვეთხოვა. მას საჯაროობის ვალდებულება გაუჩნდა, მათ შორის, მედიასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის. დღეს, უკვე ამ განცხადებით, ერთი რამ დადასტურებულად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იგი საჯარო ავანსცენიდან წავიდა. ანუ, ის მინიმალური ანგარიშვალდებულებაც კი, რომელიც მედიის, საზოგადოების ან ჩვენი პარტნიორების მიმართ ჰქონდა, მოიხსნა და ამ ვალდებულებისგან გათავისუფლდა. სხვა მხრივ, წავიდა თუ არა ძალიან მარტივი ტესტი ამას უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, როგორ განვითარდება მოვლენები მის პარტიაში.

მაგალითად, ყველამ კარგად ვიცით, ცნობილი ფაქტებია იმ ადამიანებისთვის, მაინც , ვინც მეტნაკლებად იცნობს „ქართული ოცნების“ კულუარებს, რომ ადამიანი, რომელიც მან თავის „მემკვიდრედ“ დატოვა ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პირია თვითონ „ქართულ ოცნებაში“. ირაკლი კობახიძე, მოახერხებს პარტიაში ლიდერობას? მაგალითად, იყოს კახა კალაძის ან გიორგი გახარიას ლიდერი?!“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, „ბიძინა ივანიშვილის ვირტუალური წასვლის მთელი იდეა არის ის, რომ აღარ ჰქონდეს ვალდებულება ვინმეს, რამეზე პასუხი გასცეს“.

„მას მედია იმდენად არ აწუხებს, რადგან იცით, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ინტერვიუებზე არ თანხმდებოდა, მაგრამ ასე მარტივად უარს ვერ ეუბნებოდა ჩვენს პარტნიორებს. მას ლაპარაკი უწევდა უცხოელებთან და იმ ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც მსოფლიოში დგას საქართველოსთან მიმართებაში. მორჩა, მას არავითარი დისკომფორტი არ ექნება, ძალიან მშვიდად იცხოვრებს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა