რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ უარი არ გვითქვამს მისწრაფებაზე, მივიღოთ სრული წევრობა ევროკავშირში

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირს მოუწოდებს, მისი ქვეყანა ევროკავშირში მიიღონ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი ორგანიზაციას საბოლოოდ დატოვებს.

„ჩვენ უარი არ გვითქვამს მისწრაფებაზე, მივიღოთ სრული წევრობა ევროკავშირში. მთელი მზარდი გაურკვევლობა, რომელიც „ბრექსითმა“ მოიტანა მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდება, რაც თურქეთი წევრობას მიიღებს“ , - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 1963 წელს მოაწერა, 1987 წელს კი წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანა. თუმცა, ამ საკითხზე მოლაპარაკებები 2005 წლიდან დაიწყო, რომელიც უთანხმოების გამო რამდენიმეჯერ შეწყდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა